თეგებით ძიება

ფეხზე დგომაც კი მიჭირს, თავბრუსხვევა,გულისრევა...- კოვიდინფიცირებული სიმპტომების სესახებ

პედაგოგი იოანე ჯანიაშვილი კოვიდინფიცირებულია. როგორც მან სოციალურ ქსლეში დაწერა, აქვს მაღალი სიცხე, უჭირს სიარული და ზურგზე წოლაც კი.

„COVID + ტემპერატურა 38 - ს არ სცდება ქვემოთ. სხეულის ტკივილი, განსაკუთრებით ზურგისა და გულ-მკერდის არეში მოჭერა. ყელის ჩახეხილობა, პერიოდულად ხველა, საშინელი თავის ტკივილი, შედარებით გახშირებული სუნთქვა. სისუტე, მიჭირს ცოტახანსაც კი ჯდომა ან დგომა. კონცენტრაცია. თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება. იმდენად გაუსაძლისად მტკივა ზურგი, ეჭვი მაქვს ანთებისკენ მიმავალი ვარ.

ჰო, ზურგზე წოლა უფრო მაწუხებს, გვერდზე და მუცელზე რომ ვწვები ცოტა შვებაა. ამათ რეგულაციამდე ნიღაბი მე ქუჩაშიც მეკეთა ხალხმრავალ ადგილებში, და ყველგანაც, სადეზინფექციოშიც ვბანაობდი ყოველ 5 წუთში ერთხელ, და სახლში შესვლისას რიტუალს ვატარებდი დეზინფექციის მხრივ, მაგრამ მაინც ვერ გადავურჩი... ჯერ 144-ში დავრეკე მერე 112-ში გადამამისამართეს, გვიან, მაგრამ მიპასუხეს და ველი ზარს.

თუმცა იმდენად გადატვირთულები ვართ ვერაფერს გეტყვით რას გიშველითო“, - წერს იოანე ჯანიაშვილი.


წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა