თეგებით ძიება

ეგვიპტური ღვეზელი "ფიტირი"

ინგრედიენტები
რძე - 250 მლ
საფუარი - 1/2 ჩ.კ
ფქვილი - 2.5-3 ჭიქა
დარბილებული კარაქი - 200 გ
კვერცხი - 1
მწიკვი მარილი
კრემი
კვერცხი - 1
შაქარი - 180 გ
სახამებელი - 2 ს.კ
რძე - 2 ჭიქა (500 მლ)
ვანილი


მომზადების წესები
კრემი: ათქვიფეთ კვერცხი შაქართან და სახამებელთან ერთად, სანამ სქელ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. შეურიეთ თბილი რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე, გამუდმებით ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. ნარევი უნდა შესქელდეს.

თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაამატეთ კვერცხი, მარილი, ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. გაყავით ორად, გააბრტყელეთ და გადაუსვით დარბილებული კარაქი.
შემდეგ ორივე ნაწილი ჯერ რულეტივით გადაახვიეთ, შემდეგ "ლოკოკინასებურად". შეახვიეთ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში 2-4 საათი.

ამასობაში კრემიც გაცივდება. გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და გადაზელვის გარეშე, პირდაპირ გააბრტყელეთ 3-5 მმ-ზე. ჩადეთ ფორმაში, ზემოდან გაანაწილეთ კრემი და დააფარეთ ცომის მეორე ფენა. ჩაუკეცეთ გვერდები და კარგად მიუწებეთ. ზემოდან გადაუსვით ცოტა რძესთან ერთად ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ლამაზ ოქროსფერს არ მიიღებს. მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.
შეგიძლიათ მიირთვათ თბილი ან ცივი.


წყარო:gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა