იტალიური პასტა უმარტივესად
ინგრედიენტები
პასტა ( სასურველია ფარფალე ) - 170 გ
საქონლის ფარში - 450 გ
დაჭრილი მწვანე ხახვი - 70 გ
სალსას სოუსი - 250 გ ( შეგიძლიათ გამოიყენოთ წყალში გახსნილი ტომატპასტა / პომიდვრის წვენი)
ყველი ჩედარი - 170 გ
მომზადების წესები
1) საშუალო ცეცხლზე მოთუშეთ საქონლის ფარში.
2) ამის შემდეგ დაუმატეთ სალსა და მწვანე ხახვი. გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე, 5 წუთის განმავლობაში.
3) დაუმატეთ მოხარშული პასტა, ურიეთ 3-5 წუთი, ზემოდან მოაყარეთ ყველი, დაახურეთ თავზე და დაელოდეთ, სანამ გადნება.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:gemrielia.ge