თეგებით ძიება

სუს-ისა და პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს - ცესკო-ს ყოფილი თანამშრომლის სკანდალური განცხადება

ცესკო-ს კადრების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ბუჩუკური, რომელმაც თანამდებობა ერთი წლის წინ დატოვა, თამარ ჟვანიასა და მისი გუნდის უკანონო დირექტივებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ცესკო-ში დასაქმებულ პირებს დიდი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა.

ის თავის ყოფილ თანამშრომლებს მოუწოდებს, რომ არ იდგნენ უსამართლობის მხარეს და არ ემსახურონ ბიძინა ივანიშვილს:

"მე ვიყავი ხარისხის მენეჯერი და ასევე HR დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არ იყო ჩემი ინტერესი, რომ ხელით ჩატარებული არჩევნების დამწერი ვყოფილიყავი 2020 წელს, ჩემი გადაწყვეტილებით, მგონი, ვიწინასწარმეტყველე ის სიტუაცია, რომელიც უნდა ყოფილიყო 2020 წელს, თანამშრომლებისთვის ეს არის ძალიან დიდი წნეხი, ზეწოლა, როდესაც შენ გარშემორტყმული ხარ სამართალდამცავი ორგანოებით. საოლქო საარჩევნო კომისიები გარშემორტყმულია სამართალდამცველებით და აი ამ პირობებში უწევთ ამ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება" - განაცხადა ბუჩუკურმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა