თეგებით ძიება

თქვენ მომკალით, მიშველეთ, მამაც აღარ მყავს - გოგონას, რომელიც დედ-მამის გადარჩენას ითხოვდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა

„თქვენ მომკალით, დედი, მამიი, მიკო რომ არა, თავს მოვიკლავ, მიშველეთ!… შემეშვით, მამაც აღარ მყავს!“ – აღნიშნული პოსტი ერთ-ერთ სამედიცინო ჯგუფში მარი კაკაურიძემ კოვინფიცირებული მშობლების დასახმარებლად გამოაქვეყნა.

მარი კაკაურიძეს, რომელიც კოვიდინფიცირებული მშობლების გადარჩენას ითხოვდა, ორივე მშობელი გარდაეცვალა. მან ემოციური პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას მიმართავდა და დახმარებას სთხოვდა.

"ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ ! გახდნენ შეუძლოდ მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკა ბომონდი 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში ! თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად ,ვრეკავ 112ში და ველოდები მათ 2საათი არავინ მოდის ,ჩემით მიმყავს გორმედის კლინიკაში ,გზაში გამიხდა უფრო ცუდად ვიძახებ გორია სასწრაფოს და მოდიან 30წუთში დაახლოებით, მამასთან არავინ ჯდება მედპერსონალი და მე დავუჯექი ! გორმედში მისულები 1საათი დაახლოებით დერეფანში ვიყავით ,არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი სანამ არ ვიყვირეთ.გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე ! ახლა, მამას სჭირდენა სასწრაფო რეანიმაცია 2დღეა და არაფერია ! 1505 112 ს მიმართეო, 112 მა ექიმები აგვარებენო ,ექიმმა შენ იპოვე ექიმიო ! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი .
დედა ❤️ დედას არ გაუკეთეს ტესტი ,რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო ! ბომონდში თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში ! მეორე დღეს ცუდად გახდა ,გამოვიძახე სასწრაფო ფა წაიყვანეს უნიქალმედში ! იყო მიმღებში 2დღე და არა პალატაში ! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმ3ბი ,მეპრწ დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა ????მადლობა მის ექიმს ვასო ფარცხალაძეს შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია ! ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური მთავარი არხი • Mtavari Arkhi საქართველოს მთავრობა ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ ! თქვენი ჯანდაცბის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში ! პირველივე სიმპტომოდან დაიწყეს მკურნალობა სახლში ,თავისი ხარჯებით !", - გამოაქვეყნა მარი კაკაურიძემ სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა