ტვიქსის ფილების რეცეპტი
ინგრედიენტები
230 გრამი დარბილებული კარაქი
1 ჭიქა შაქარი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2 ჭიქა ფქვილი
60 ცალი კარამელის კანფეტი
6 ს/კ ნაღები
3 ჭიქა ნახევრადტკბილი შოკოლადი
2 ჩ/კ მცენარეული ზეთი
მომზადების წესი
1) წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 150 C-ზე. დააფინეთ პერგამენტი 23X33 სმ ზომის საცხობ ლანგარს და მოსახურეთ საცხობი სპრეი.
2) ორცხობილის მომზადება: ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შაქარი ფაფუკი მასის მიღებამდე. დაუმატეთ ვანილი და თქვიფეთ 30 წამით. დაუმატეთ 2 ჭიქა ფქვილი და თქვიფეთ ფხვიერი მასის მიღებამდე.
3) ნაზავი წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ და დაპრესეთ. მთელ ზედაპირზე ჩანგლით დაჩხვლიტეთ.
4) აცხვეთ ოდნავ გადაბრაწვამდე, დაახლოებით 35–40 წუთით. გააცივეთ ბოლომდე.
5) კარამელის ფენის გაკეთება: თუ მზა კარამელის კანფეტებს იყენებთ – დაბალ ტემპერატურაზე პატარა ქვაბში მოათავსეთ კანფეტები და გაადნეთ დაახლოებით 10 წუთით, ურიეთ დროდადრო. შეურიეთ ნაღები და დაელოდეთ, რომ ცოტათი შესქელდეს, დროდადრო მოურიეთ, რომ არ მიიწვას, დაახლოებით 15 წუთით. მიღებული კარამელი მოასხით ლანგარზე გაგრილებულ ფენას. (ასევე შეგიძლიათ კარამელის კანფეტები შინ თავადვე მოამზადოთ და გამოიყენოთ ტვიქსის მოსამზადებლად).
6) შოკოლადის ფენის მომზადება: გაზქურაზე ქვაბში აადუღეთ წყალი, ზემოდან მოათავსეთ ცეცხლგამძლე ჯამი და ჯამში შკოლადი გაადნეთ. თუ გამდნარი შოკოლადი სქელი იქნება დაუმატეთ მცენარეული ზეთი და ურიეთ ბოლომდე შერევამდე. მოასხით ლანგარზე კარამელის ფენას.
7) შედგით მაცივარში 20 წუთით, გამყარებამდე. დაჭერით ფილებად და გემრიელად მიირთვით.
Kulinaria.ge