თეგებით ძიება

თურმე 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ ჩვენ მოქალაქეს შუეყვარდა ბიულეტენების სახლში წაღება - ბოკერია

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, არასამთავრო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები.

ბოკერიას თქმით, ოფიციალური მონაცემებითაც მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ დრამატულადაა გაზრდილი გაყალბების მასშტაბი წინა არჩევნებთან შედარებით, შესაბამისად, როგორც ბოკერია აღნიშნავს, ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩევნებია.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით არ მოუსმენია არცერთი იდეა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს იმის დაანგარიშება, თუ რამხელა ეფექტი ჰქონდა საარჩევნო მანიპულაციებს საბოლოო შედეგზე. ბოკერიას თქმით, ეს ეფექტი დაახლოებით 10%-ია, რაც სრულიად ლეგიტიმურს ხდის მათ მოთხოვნას ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

„მე პატივს ვცემ მათ აზრს, ოღონდ ჩვენი პირველადი შეფასებით და ცესკოს ოფიციალური სტატისტიკითაც ჩანს, რომ მოულოდნელად, თურმე 4 წელიწადში თითქმის 3-ჯერ მეტ ჩვენ მოქალაქეს შუეყვარდა ბიულეტენების სახლში წაღება. ყოველთვის პრობლემატური არჩევნები გვქონდა, თუმცა უცებ დრამატულად გაიზარდა დაუბალანსებელი ოქმები, უბნები, სადაც მეტი ბიულეტენი იყო, ვიდრე ამომრჩეველი.

ძალიან მკაფიო სურათია, ამიტომ, თუ ვინმეს აქვს იდეები, როგორ უნდა მოხდეს კალიბრაცია იმის, თუ რამხელა ეფექტი ჰქონდა ამას და ჩვენი ვარაუდის შედეგად, დაახლოებით 10%-ის ფარგლებშია ეს ეფექტი, ამაში ვგულისხმობ კარუსელებს, ჩაყრას ბიულეტენების და მანიპულაციებს და თუ რომელიმე სამოქალაქო ჯგუფს აქვს იდეა, როგორ შეიძლება ამის კალიბრაცია მოხდეს, გვითხრან.

მე არ მომისმენია არცერთი იდეა, რომელიც ამის საშუალებას მოგვცემდა. ეს კრიზისი შექმნა ივანიშვილმა და ჩვენთვის აქედან გამოსავალი ხელახალი არჩევნებია და ვინმეს სხვა ტიპის იდეა თუ აქვს, რომელიც ამ უმძიმეს პრობლემას გაანეიტრალებს, რაც ივანიშვილმა შექმნა, მოვისმენთ, ოღონდ ჯერ არ მომისმენია.“ - განაცხადა ბოკერიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა