ილჰამ ალიევი: "ჩვენი არმია ოკუპირებულ ტერიტორიას ძალის გამოყენებით ათავისუფლებს, ფაშინიანთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს"
ილჰამ ალიევმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე განაცხადა იმ დასახლებული პუნქტებისა და სოფლების აღების შესახებ, რომლებიც უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში დაიკავეს აზერბაიჯანის სამხედრო შენაერთებმა.
„აზერბაიჯანის არმიას გაათავისუფლა ახალი სოფლები: გობუ დილაგარდი, იარ პირახმედლი, იოხარი იაგლევენდი, დილაგადი, სეიდ მახმუდლუ და ალესკერლი ფიზულიის რაიონში, ხოლო ხოჯავენდის რაიონში კი დემირცილიარი, ჩანაკჩი, მადატკენდი და სიღნაღი ხოჯალიში, ხოლო სუნსანლიგი, დომი, ტუგი, აკაკუ და აზიხი ხოჯავენდში“ - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის საკითხის გარშემო კომპრომისის მისაღწევად სულ უფრო და უფრო ცოტა შანსი რჩება, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებს აზერბაიჯანის არმია ძალის გამოყენებით ათავისუფლებს. მისი აზრით, ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პირობებში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების შესაძლებლობა არ არსებობს.
წყარო:newposts.ge