თეგებით ძიება

როდის შეხვდებით სიყვარულს? - გამოთვალეთ რიცხვებში დამალული პასუხი

ნუმეროლოგია შეისწავლის რიცხვებს და მათ გავლენას ადამიანებზე. ეს არის უნივერსალური რიცხვების ენა, რომელიც ადამიანის ბედზე რიცხვების გავლენას სწავლობს.

ნუმეროლოგიის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გაერკვეთ საკუთარ თავში და სხვა მხრიდან შეხედოთ საკუთარ პიროვნებას, როგორც ერთ ინდივიდს უკიდეგანო სამყაროში. ნუმეროლოგიის დახმარებით შესაძლებელია ადამიანის ხასიათის მთავარი შტრიხების ამოცნობა და მომავლის დანახვა.

რა თქმა უნდა, მარტოხელა ადამიანებს აინტერესებთ რამდენ ხანს გაგრძელდება მათი მარტოობა და როდის შეხვდებიან ცხოვრების სიყვარულს. ნუმეროლოგების მტკიცებით, ამის გაგება ბედის რიცხვის დახმარებით შეიძლება.

თავდაპირველად, შეკრიბეთ დაბადების დღის, თვის და წლის აღმნიშვნელი რიცხვები და დაუმატეთ კვირის დღე, როცა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მაგალითად, თუ თქვენი დაბადების დღეა 24.02.1995 და ეს კვირის მეხუთე დღე პარასკევია, თქვენი ბედის რიცხვი 1 გამოდის. (2+4+0+2+1+9+9+5=32. 3+2= 5. 5+5=10. 1+0=1)

ვნახოთ ყველა რიცხვის მნიშვნელობა.

1. სიყვარული სულ ახლოსაა. თქვენი პირადი ცხოვრება უახლოეს 6 თვეში მოგვარდება. შესაძლოა, ის უკვე თქვენს გვერდითაა, მაგრამ ვერ ამჩნევთ. შესაძლოა, ის თქვენი მეგობარია, რომელსაც პოტენციურ პარტნიორად არ განიხილავთ ან ფარული თაყვანისმცემელია. ნებისმიერ შემთხვევაში, ის ახლოსაა, მაგრამ ნიუმეროლოგია გირჩევთ საკუთარ პრიორიტეტებს გადახედოთ.

2. სიყვარულს ერთი წლის განმავლობაში შეხვდებით. ნუმეოროლოგიური აღწერის თანახმად, ეს თქვენს სამუშაო მივლინებას უკავშირდება. შესაძლოა, თავიდან ეს ადამიანი არ მოგეწონოთ იმის გამო, რომ მსგავსი ხასიათები გაქვთ.თუმცა დროთა განმავლობაში, თქვენი განწყობა შეიცვლება.

3. თუ თქვენი ბედის რიცხვი სამია, ეს ნიშნავს, რომ თქვენი პირადი ცხოვრება მაშინ დალაგდება, როცა ამისთვის მზად იქნებით და ძალიან მოინდომებთ. როცა სიყვარულს შეხვდებით, თქვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდება. თუ რომანტიკული ხართ, თქვენი წყვილის ყოველდღიურ ცხოვრებას ძალიან გაალამაზებთ.

4. გირჩევთ შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ახალ ნაცნობობაზე უარი არ თქვათ, რადგან თქვენი სიყვარული ძალიან ახლოსაა. ამ შემთხვევაში რომანტიკა საკმარისზე მეტი იქნება.

5. თუ თქვენი ბედის რიცხვი ხუთია, ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. სავარაუდოდ, სიყვარულს მეგობრის დახმარებით იპოვით. შესაძლოა, ამ ადამიანის შესახებ გსმენია ან შეხვედრიხართ კიდეც, თუმცა ურთიერთობის განვითარებას რაღაც ხელს უშლიდა.

6. სავარაუდოდ, სიყვარულს რომელიღაც წვეულებაზე შეხვდებით და მაშინვე მიხვდებით, რომ ეს თქვენი ადამიანია. თქვენს შორის სასიყვარულო ურთიერთოობა იმდენად ნელა განვითარდება, რომ შესაძლოა, ყურადღება სხვა ადამიანზე გადაიტანოთ. გირჩევთ, მოთმინებით აღიჭურვოთ და მოვლენების განვითარებას დაელოდოთ.

7. საყვარელ ადამიანს სავარაუდოდ, ორი წლის შემდეგ შეხვდებით. შესაძლოა, თქვენი სიყვარული დაოჯახებული აღმოჩნდეს და მისთვის ბრძოლა მოგიწიოთ. რა გაეწყობა.. როგორც იტყვიან, სიყვარული ომია.

8. აქ ყველაფერი თქვენს სურვილზეა დამოკიდებული - ნაცნობობა შეიძლება რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში შედგეს. მთავარია, ახალი ადამიანების გაცნობის არ შეგეშინდეთ. გამორიცხული არაა, რომ თქვენი პირველი შეხვედრა ვირტუალურ სამყაროში ანუ სოციალურ ქსელებში მოხდეს.უბრალო ნაცნობობა ჯერ მეგობრობაში, შემდეგ კი სიყვარულში გადაიზრდება.

9. თქვენი ურთიერთობა უახლოეს თვეებში დაიწყება. სავარაუდოდ, ეს ადამიანი თქვენი უფროსი ან ვიღაც თქვენზე სტატუსით მაღლა მდგომია. თავიდან თქვენი ურთიერთობა მხოლოდ სამსახურეობრივი იქნება, თუმცა შემდეგ მოხდება რაღაც, რაც ამ ადამიანს სხვა თვალით დაგანახებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა