ლარი მკვეთრად გამყარდა
ეროვნული ბანკის ცნობით, 11 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2863 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3186 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 3.23 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.8742 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9143 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.01 თეთრი შეადგინა.
წყარო:pia.ge