თეგებით ძიება

ამ ქუჩებზე წყალი 9 საათით შეწყდება - GWP-ის განცხადება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

„29 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში , სანდრო ეულის ქ.N20-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 29 ნოემბერს 23:00 საათიდან 30 ნოემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ვაჟა-ფშაველას მე-4, მე-6, ნე-7 კვარტლებს მე-3 კვარტლის N19-27 (კენტებს), ვაჟა-ფშაველას N 73-105 (კენტებს) და N 86-120 (ლუწებს), ნუცუბიძის N179-22 (კენტებს), შავგულიძის, სანდრო ეულს, შავიშვილი, თოფურიას, ქავთარაძის N27-73 (კენტებს) N46-84 (ლუწებს), ქავთარაძის 2 შესახვევს და ნადირაძის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა