გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
მინისტრი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს. იდენტიფიცირებულია ყველა კონტაქტი და მინისტრთან შემხებლობაში მყოფი პირები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი მუდმივად დამეცვა ჩვენი ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციები, კოვიდზე ჩატარებული ტესტის შედეგად დადებითი პასუხი მივიღე, თავს კარგად ვგრძნობ და საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებ“, – აცხადებს ლევან დავითაშვილი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 49 811-ს შეადგენს. გარდაიცვალა 566 მოქალაქე. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.