კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 599-ს შეადგინა.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 52 169-ს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 69 681 შემთხვევაა გამოვლენილი.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.