თეგებით ძიება

ახრა ავიძბა: აფხაზეთმა უნდა მიიღოს ყარაბაღიდან დევნილი სომეხი მოსახლეობა

ახრა ავიძბა, რომელიც 9 ნოემბერს გადადგა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობიდან საერთაშორისო საკითხებში, აცხადებს, რომ აფხაზეთის მთავრობამ დროულად უნდა გაუხსნას დერეფანი მთიანი ყარაბაღიდან წამოსულ დევნილებს.

„რთულ ვითარებაში, ჩვენ სომეხ ხალხს დახმარების ხელი უნდა გავუწოდოთ, ისე უნდა ვიმოქმედოთ ამჯერად როგორც ისტორიის მანძილზე ჩვენი წინაპრები იქცეოდნენ“ - აცხადებს ავიძბა.

ავიძბას მიაჩნია, რომ თანამემაულეებმა, პოლიტიკურმა ძალებმა და სომხურმა დიასპორამ უნდა მიმართონ აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიას, რათა ვლადიმერ პუტინთან განიხილოს კორიდორის მოწყობა ყარაბაღიდან დევნილი მოსახლეობისთვის.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა