თეგებით ძიება

"ერთხელ მაინც ახსენოს, ვის დროს იყო პრემიერი... თითქოს ციდან ჩამოვარდა ყველა რეფორმა" - რას ამბობს სააკაშვილი ნიკა გილაურზე?

ბიზ­ნეს­მე­ნებს მინ­და ვუ­თხრა, სო­ლი­და­რო­ბა რომ გა­მო­გე­ხა­ტათ [სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის], აუ­ცი­ლებ­ლად წილ­ში უნდა ჩაგდ­გო­მო­დით? იცით, რომ თქვენ­თვის კა­პი­კი არ გა­მო­მირ­თმე­ვია, თქვე­ნი გამ­დიდ­რე­ბა, თქვე­ნი წინსვლა რო­გორც პი­რა­დი, ისე მი­ხა­რო­და, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, ისა­უბ­რა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზეც და აღ­ნიშ­ნა, რომ „სი­ტუ­ა­ცია კონ­კრე­ტუ­ლია და ხალ­ხი თვი­თორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლია“.

"მე­უბ­ნე­ბი­ან, რა­ტომ თქვი, ხალ­ხი ჩა­მოჰ­ყავ­თო. ხალ­ხს ჩა­მოჰ­ყავს თა­ვის­თა­ვად. თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს მე­ო­რე ადა­მი­ა­ნი, დიახ, ჩა­მოჰ­ყავს. მე­ო­რეს - მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი ჩა­მოჰ­ყავს. ჩვენც მო­ვუ­წო­დებთ ხოლ­მე, რომ მოდი ახლა აქ შე­ვიკ­რი­ბოთ ერ­თა­დო. რა თქმა უნდა, ეს ჩა­მოყ­ვა­ნაც არის და ჩა­მო­ყო­ლაც. ერ­თა­დერ­თი მინ­და ვთქვა, ხალ­ხო, თქვენ გახ­სოვთ, რის­თვის მა­სა­მარ­თლებს ეს კო­მე­დია, რო­ბო­ტე­ბის თე­ატ­რი. ბიზ­ნეს­მე­ნებს მინ­და ვუ­თხრა, სო­ლი­და­რო­ბა რომ გა­მო­გე­ხა­ტათ, აუ­ცი­ლებ­ლად წილ­ში უნდა ჩაგდ­გო­მო­დით? იცით, რომ თქვენ­თვის კა­პი­კი არ გა­მო­მირ­თმე­ვია. იცით, რომ თქვე­ნი გამ­დიდ­რე­ბა, თქვე­ნი წინსვლა მი­ხა­რო­და რო­გორც პი­რა­დი. პრაქ­ტი­კუ­ლად, ბინა არ მაქვს თბი­ლის­ში, მაგ­რამ ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რა­ღა­ცაა- მა­სა­მარ­თლე­ბენ იმ ხარ­ჯე­ბის­თვის, რაც გა­ი­ცა საპ­რე­ზი­დენ­ტო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ. ამის­თვის მი­პი­რე­ბენ, რომ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მო­მი­სა­ჯონ“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, სა­ა­კაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე, ნიკა გი­ლა­ურ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ მას გა­უ­ხარ­დე­ბო­და, გი­ლა­ურ­მა „ერთხელ მა­ინც რომ ახ­სე­ნოს“, ვის დროს იყო ის პრე­მი­ე­რი.

"მი­ვე­სალ­მე­ბი ნიკა გი­ლა­უ­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ეხ­მა­რე­ბა, მათ შო­რის, სხვა ბიზ­ნეს­მე­ნებ­თან ერ­თად ჯა­რი­მებს იხ­დის [მათ­თვის] ვინც, უკა­ნო­ნოდ არის და­კა­ვე­ბუ­ლი. ნიკა გი­ლა­უ­რი ძა­ლი­ან კარ­გი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, გა­მი­ხარ­დე­ბო­და ერთხელ მა­ინც ახ­სე­ნოს, ვის დროს იყო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი. ისე ამ­ბობს, თით­ქოს ცი­დან ჩა­მო­ვარ­და ყვე­ლა რე­ფორ­მა. მაგ­რამ ნუ, ძა­ლი­ან კარგ საქ­მეს აკე­თებს ნიკა. მინ­და, მისი მე­გობ­რე­ბის ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მი­ვე­სალ­მო“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა