თეგებით ძიება

კარტოფილის ჩაქაფული - სამარხვო და გემრიელი წვნიანი

ინგრედიენტები

კარტოფილი - 1 კგ
მწვანე ლობიო
მწვანე ხახვი - 4 კონა
ნიორი - 1 კონა
ქინძი - 1 კონა
ოხრახუში - 1 კონა
ტარხუნა - კონა
თეთრი ღვინო - ჭიქა
ახალი ტყემალი

მომზადების წესი

ქვაბში ჩაასხით ზეთი და ჩაალაგეთ ოთხად გაჭრილი კარტოფილი, მოხარშული მწვანე ლობიო, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ნიორი,ქინძი, ოხრახუში და ტარხუნა. შემდეგ, დაასხით წყალი ქვაბის ნახევრამდე და ხარშეთ.
საბოლოო მოხარშვამდე მოასხით ახალი ტყემალი და მარილი. როდესაც მასა კარგად მოიხარშება დაასხით ერთი ჭიქა თეთრი ღვინო, ადუღეთ დაახლოებით 5 წუთი და ჩაქაფულიც მზადაა.


Gemrielia.ge




თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა