მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის - დიასახლისის რეცეპტი
ინგრედიენტები
მწვანე ლობიო - 10 კგ
წითელი ბულგარული წიწაკა - 3 კგ
სტაფილო - 2 კგ
ხახვი - 2 კგ
ნიორი - 350 გ
მწარე წიწაკა, წითელი - 500 გ
პამიდორი - 5 კგ
ნიახური - 300 გ
ქინძი - 300 გ
ოხრახუში - 300 გ
ზეთი - 2 ლ
მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი - გემოვნებით
მომზადების წესი
ბოსტნეული დავჭრათ სასურველ ზომებად და ცალ-ცალკე მოვშუშოთ ზეთში (ხახვი,ბულგარული,სტაფილო). ლობიო დავამტვრიოთ და ცალკე მოვხარშოთ. პომიდორი გავატაროთ. რომ წამოდუღდება, დავამატოთ გატარებული ნიორი და წიწაკა და ერთად ვადუღოთ.
ყველაფერი ცალ-ცალკე რომ მოიშუშება და მოიხარშება, გავაერთიანოთ, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, სუნელები, მარილი გემოვნებით და კიდევ რამდენიმე წუთი ვშუშოთ. შემდეგ მდუღარე მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.1 დღე შევფუთოთ.უგემრიელესი გამოდის!