პროვოკატორები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებენ - დავით მუჯირი ფედერაციასთან მისულ აქტივისტებზე
ფეხბურთის ფედერაციასთან მომხდარ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და განაცხადა, რომ დაპირისპირებაში მონაწილეობდა პროვოკატორთა ჯგუფი, რომლებსაც გულშემატკივართან არანაირი კავშირი არ აქვს. მუჯირმა მომხდარი ფაქტი ანტისახელმწიფოებრივად შეაფასა:
"დღეს, მაშინ როდესაც მძიმე წუთები გვაქვს ქართულ ფეხბურთს, მაშინ როდესაც ნამვდილი გულშემატკივარი სინანულით არის და მართლაც დასანანი მარცხი იყო და ყველა ნერვიულობს, რომ 1 ნაბიჯი დაგვაკლდა ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად, მოვიდა ფედერაციასთან პროვოკატორთა ჯგუფი, უნდა ვთქვათ, რომ მელიას და ალადაშვილის მიერ დაორგანიზებული აქცია ფეხბურთის ფედერაციასთან დღეს არაფერ შუაში არაა და ძალიან სამწუხაროა, რომ პროვოკატორები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივად მოქმედებენ, მათ შეიძლება დაუპირისპირდნენ ფედერაციის წარმომადგენლები, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავს, არავინ დაპირისპირებია ქართველ გულშემატკივარს", - განაცხადა დავით მუჯირმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ საფეხბურთო მატჩთან და მასზე დასწრების აკრძალვასთან დაკავშირებით დღეს ფეხბურთის ფედერაციასთან აქცია იმართებოდა, სადაც აქტივისტებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპრება მოხდა.