ფეხბურთის ფედერაციის მტკიცებით, მატჩზე VIP ლოჟაში მაღალჩინოსნების მოხვედრა უეფასთან შეთანხმებული იყო
ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე,VIP ლოჟაში კონკრეტული პირების მოხვედრა უეფასთან შეთანხმებული იყო.
მუჯირი ვერ სცემს კითხვას პასუხს როგორ მოხვდა სტადიონზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, დამსწრე პირთა სია შეზღუდული იყო, თუმცა, უეფასთან შეთანხმებით, მატჩის სანახავად დედაქალაქის მერს სამი ადგილი გადაეცა.
"არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფასთან შეთანხმებული ისევე, როგორც გასვლით თამაშებზე ვათანხმებთ. ჩვენც გვქონდა შეთანხმებული და ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციაც იყო წინასწარ შეთანხმებული. ისინი უფრო მეტნი იყვნენ გუშინ VIP ლოჟაში, ვიდრე ჩვენი წარმომადგენლები. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა გუშინ გულშემატკივრის მოსვლა თამაშზე და სამწუხაროა, რომ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც ვერ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. სია იყო შეზღუდული და უეფასთან შეთანხმებული. ქალაქის მერი არის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელი და მას სამი ადგილი ჰქონდა განკუთვნილი. ამასთან, როგორც თქვენ ეძახით, VIP ლოჟაში იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტებული მედია და ამას დამატებული ფედერაციის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა. სპორტის სამინისტროს მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა თამაშს, მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე“, - განაცხადა მუჯირმა და დასძინა", - განაცხადა მუჯირმა.