თეგებით ძიება

კომშის ნამცხვარი - ბებოს რეცეპტით

ინგრედიენტები

შაქარი - 1.5 ჭ
ლიმონის ცედრა - 2
ფქვილი - 1.5 ჭ
რძე - 3/4 ჭიქა
გათქვეფილი კვერცხი - 1 ცალი
ლიმონის წვენი - 2 ლიმონისგან დაწურული
კომში - 2 ცალი
გამაფხვიერებელი - 2 ჩ/ლ
მცენარეული ზეთი - 1/3 ჭიქა
ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ

მომზადების წესი

დაბალ ტემპერატურაზე ქვაბში გააცხელეთ 1 ლიტრი წყალი, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი და ლიმონის წვენი. ურიეთ შაქრის გადნობამდე. დაუმატეთ გარეცხილი, გათლილი, თესლგაცლილი და ოთხად გაჭრილი კომში. დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 4 საათით, შეწითლებამდე და დარბილებამდე. გადმოდგით გაზქურიდან და სიროფშივე გააგრილეთ.წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C-ზე. მოუსვით ცხიმი 23 სმ ზომის მრგვალ საცხობ ლანგარს. ფქვილი, დარჩენილი შაქარი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა თასში მოათავსეთ. ცალკე თასში ათქვიფეთ რძე, კვერცხი, ზეთი, ვანილის ექსტრაქტი და ფქვილის ნაზავს შეურიეთ. ცომი წინასწარ გამზადებულ ლანგარზე გადაიტანეთ. აცხვეთ 10 წუთით. კომშის ნაჭრები ცომზე ლამაზად მოალაგეთ. აცხვეთ კიდევ 30 წუთით, სანამ ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ.ნამცხვარს კომშის სიროფი ფუნჯით გადაუსვით და ლანგარშივე 5 წუთით გააგრილეთ. მიირთვით ნაღებთან ერთად.


Gemrielia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა