თეგებით ძიება

ძველებური ფუნთუშები შესქელებული რძის შიგთავსით - ტკბილი საუზმე ტკბილი ბავშვობის გასახსენებლად

ინგრედიენტები


თბილი რძე - 250 მლ
შაქარი - 80 გ
საფუარი - 1.5 ჩკ
ზეთი - 30 მლ
კვერცხი - 1 (+კვერცხის გული თავზე გადასასმელად)
შაქრიანი ვანილი - 1 შეკვრა
მარილი - 1/3 ჩკ

თბილ რძეში გახსენით შაქარი, საფუარი და 10 წუთით დააყოვნეთ. დაუმატეთ ზეთი, კვერცხი, შაქრიანი ვანილი, მარილი და გათქვიფეთ. ეტაპობრივად ჩააცერით ფქვილი, მოზილეთ ცომი და გააჩერეთ 1 საათით.

ცომი ერთხელ ჩაზილეთ, პატარა გუნდები გააკეთეთ (დაახლ.65 გრამს რომ იწონიდეს), ხელით მსუბუქად გააბრტყელეთ, 1 ჩკ მოხარშული შესქელებული რძე ჩაუდეთ და შეკარით.

გადაიტანეთ გუნდები გამოსაცხობ ლანგარზე, თავზე ჩაის ტილო გადააფარეთ და 20 წუთით დააყოვნეთ.

შემდეგ ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით და 180 გრადუსზე 25-30 წუთის განმავლობაში გამოაცხვეთ.

სურვილისამებრ, თავზე მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა და მიირთვით.



კარაქი - 50 გ
ფქვილი - 450-500 გ
შედედებული რძე (მოხარშული ,,სგუშონი")


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა