თეგებით ძიება

ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის - ისინი მაიკ პომპეოს აქციით დახვდებიან

ჩვენი მომდევნო აქცია იქნება როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ჩამობრძანდება საქართველოში. ესაა განსხვავებული, მდუმარე აქცია, ადამიანები დააფენენ „სტიკერებს“, რომლესაც ეწერება „გაყალბებულია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„აქცია სოციალური დისტანციის დაცვით ჩატარდება. დარწმუნებულები ვართ, რომ თბილისის ცენტრალური პროსპექტები გადაივსება ადამიანებით, სწორედ ამ პრინციპით - ვინც თვლით, რომ გაყალბებულია, გამოდით და დააფიქსირეთ, იმის მიუხედავად, მოგწონთ თუ არა გვერდით მდგომი ადამიანი, რომელიმე პოლიტიკოსი თუ პოლიტიკური პარტია... ამას მნიშვნელობა არ აქვს“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

მან მაიკ პომპეოსა და ოპოზიციის სავარაუდო შეხვედრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაც საკმარისი იქნება.

„ჩვენ არანაირი ამბიცია არ გვაქვს, რომ შევცვალოთ ან დავაკორექტიროთ სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დეტალები. ეს საერთოდ არ შედის არც ჩვენს გეგმებში და არც - კომპეტენციაში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა ნაყოფიერი იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტს, საქართველოში არსებული კრიზისის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ცხადი წარმოდგენა აქვს“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 17-18 ნოემბერს ეწვევა.


Imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა