ოჯახმა არ იცოდა, რომ 40 წლის განმავლობაში ტუალეტში განძი ეკიდა
40 წელი ჩვეულებრივ, უბრალო ოჯახს უნიტაზის თავზე ნამდვილი განძი, ბებიისგან დატოვებული, მარია -ანტუანეტის სარკე ეკიდა და არ იცოდა - აღნიშნულ ინფორმაციას foxnews.com ავრცელებს.
48 x 38 სმ ზომის სარკე ჩადგმულია კაკლის ხის ჩარჩოში და ამშვენებს აბრა წარწერით: „ეს სარკე ოდესღაც ეკუთვნოდა მარია ანტუანეტას და შეძენილი იქნა ნაპოლეონის ნივთების გაყიდვის აუქციონზე“ .
სავარაუდოდ, სარკე შეძენილი იქნა ნაპოლეონ III-ის მეუღლის, ევგენიას მიერ, რომელიც შეპყრობილი იყო საფრანგეთის დედოფლით. 1950 -იან წლებში კი ანტიკვარიატი შეიძინა ამჟამინდელი მფლობელის ოჯახის მეგობარმა.
როცა პირვანდელი მფლობელი 80-იან წლებში გარდაიცვალა, სარკე გადაეცა ახლანდელი მფლობელის ბებიას. სარკეზე მიმაგრებულ აბრას ყველა მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობად მიიჩნევდა.
„მსგავს შემთხვევებში ყველაფერი დამოკიდებულია წარმომავლობაზე. სარკეს შესანიშნავი დასაბუთებული კვალი აქვს- ის ფაქტიურად 1880 წელს კენტში განსვენებული ნაპოლეონ III-ისთვის გამართულ კამდენ-ჰაუსის აუქციონის კატალოგში გამოჩნდა“, -თქვა აუქციონისტმა ენდრიუ სტოუმ.
ვარაუდობენ, რომ ეს საგანი რამდენიმე ათას დოლარად გაიყიდება, როდესაც ბრისტოლში East Bristol Auctions-ის აუქციონზე იქნება გაყიდვაში წარმოდგენილი.
„როდესაც ჩვენი ყურადღება სარკემ პირველად მიიპყრო, ჩვენ, რა თქმა უნდა ძალიან გვინდოდა მისი ისტორიის შესწავლა. ხოლო მას შემდეგ, რაც ეს არაჩვეულებრივი შემთხვევა აღმოვაჩინეთ, ნივთი ნამდვილად უნიკალური გახდა. თავად აზრი, რომ ერთერთი ცნობილი ისტორიული პიროვნება იცქირებოდა ამ სარკეში - წარმოუდგენლად გეჩვენება“, - განმარტავს აუქციონისტი.