გამოსამშვიდობებელი რიტუალი ანუ როგორ დავივიწყოთ ყოფილი?
საყვარელ ადამიანთან დაშორების შემდეგ, ფსიქიკას დანაკარგით გამოწვეული განცდის გადატანა უწევს. ამ პერიოდის ადვილად დასაძლევად, ზოგი ფსიქოლოგი ე.წ გამოსამშვიდობებელი რიტუალის ჩატარებას გვირჩევს.
ჩვენს ფსიქიკაში არსებობს სამი განყოფილება: პირველი პასუხისმგებელია წარსულზე, მეორე აწმყოზე და მესამე მომავალზე. განშორებამ ტანჯვა რომ არ მოგანიჭოთ, უნდა შეძლოთ ყოფილის „ახლანდელიდან“ „წარსულ" განყოფილებაში გადაყვანა ანუ მასზე მოგონებების შექმნა.
თქვენ უნდა შეძლოთ მაქსიმალურად სრულად გაიხსენოთ და იგრძნოთ ყველა ემოცია (ცუდიც და კარგიც) რაც თქვენს ურთიერთობაში იყო. ეს მტკივნეული „გლოვის პროცესი“ ბევრს აშინებს და ფიქრობს: არა, მე მას დავცილდი, მასზე ფიქრი არ მჭირდება, ის უკვე წარსულშია, თუ ამაზე ვიფიქრებ, ვერასოდეს შევძლებ მის დავიწყებას და ა.შ. გაურბიხართ მასზე ფიქრს იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი კარგად გაცნობიერებოთ: დანაშაულის გრძნობაც, სიყვარულიც და მწუხარების განცდაც და ისიც, რომ ეს თქვენს ცხოვრებაში აღარ იქნება.
იმის გამო, რომ არასწორი სტრატეგია აირჩიეთ, ახალი ურთიერთობის დაწყება გაცილებით რთული იქნება, რადგან მოგონებები ყოფილზე „ახლანდელ“ განყოფილებაში დარჩა.
„გლოვის პროცესი“ შეიძლება რამდენიმე თვეს გაგრძელდეს. თავიდან ის უსასრულო წრეს ჰგავს, მაგრამ ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ადვილი ხდება. თავიდან, სანამ გრძნობები ისევ ძლიერია, მოგონებები მძიმე და რთული და მტკივნეული იქნება. მაგრამ ასეთი „რიტუალები" აუცილებლად უნდა ჩაატაროთ. თუ ყოფილთან დაკავშირებულ ფიქრებს და ემოციებს გაურბიხართ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად ვერასდროს გათავისუფლდეთ ამ ურთიერთობისგან.