თეგებით ძიება

ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს არიან ამერიკა და საქართველო - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მაიკ პომპეოს თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება იმის ნიშანია, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით დგას.
მისი თქმით, ეს შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს არიან ამერიკა და საქართველო.

პომპეომ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა - სალომე ზურაბიშვლმა კი აღნიშნა, რომ დეოკუპაციის მშვიდობიანი გზით მიღწევას ალტერნატივა არ აქვს.

"მშვიდობა არის უალტერნატივო, ხოლო რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება ჩვენი საერთო ინტერესია. საქართველო ამ ინტერესის დასაცავად ამერიკისათვის კვლავ ღირსეული პარტნიორი და საიმედო საყრდენია რეგიონში. მნიშვნელოვანი არის ის, რომ სტრატეგიულად ამერიკა ამ რეგიონში არის ჩვენი მხარდამჭერი და იცის, რომ უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ რეგიონში“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, ამერიკამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები მიიღოს.


წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა