საქართველოს მსოფლიო რეგილიური თავისუფლება - რაზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა სულიერ ლიდერთან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ილია მეორეს შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა და პატრიარქმა მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს მნიშვნელოვანი როლი განიხილეს. განცხადებას ამის შესახებ აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. დღეს კი შეხვედრა გამართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვბილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
წყარო:newpost.ge