მჭადი ისპანახის ფხალით - პიცის ვარიანტში
როგორ მოამზადოთ მჭადი, ისპანახის ფხალით, პიცის ვარიანტში:
ინგრედიენტები:
ისპანახი-1,5კგ
ნიგოზი-300გრ
მეგრული მწვანე აჯიკა
ლიმონის წვენი ან ძმარი
მწვანე ხახვი
ნედლი ქინძი
ოხრახუში
ბროწეული
აჯიკა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ თქვენთვის სასურველი სანელებლებით
მომზადება:
ისპანახი დავასხათ წყალი, დავამატოთ დანის წვერით სოდა( ასე ხასხასა ფერს შეინარჩუნებს),მოვხარშოთ 5 წთ. გავაცივოთ. გავწუროთ კარგად და გავატაროთ ხორცსაკეპში. დავამატოთ აჯიკა, გატარებული ნიგოზი,მარილი, ძმარი, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ქინძი და ოხრახუში.მზა ფხალი მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით.
მჭადი მოვზილოთ მაწვნით,თბილი წყლით,მარილით და ცხიმით.
ავტორი: ზიზი ბერაია