თეგებით ძიება

Amazon მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს

როგორც ამერიკული გამოცემები წერენ, მსოფლიოში უმსხვილესმა რითეილ კომპანიამ მომხმარებლებს ახალი სერვისი შესთავაზა. კერძოდ, უკვე შესაძლებელია წამლის Amazon-დან გამოწერა, რის შემდეგაც მას მომხმარებელი რამდენიმე დღეში მიიღებს.

Amazon-ის ფარმაცევტულ ინდუსტრიაში შესვლა სექტორის სხვა წარმომადგენლებზე უკვე აისახა. CVS Health-ის, Walgreens-ის და Rite Aid-ის აქციები დაეცა.

Amazon-დან მედიკამენტის შესყიდვის შემთხვევაში დიდია ალბათობა იმისა, რომ მომხმარებლებმა სხვა რამეც „გააყოლონ ხელს “, მათ შორის მაგალითად კოსმეტიკა, სურსათი და სხვა. ეს სერვისი კი განსაკუთრებით აქტუალური პანდემიის პირობებში გახდა, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი სახლიდან მუშაობს.

იმისათვის რომ მომხმარებელმა Amazon-ის ონლაინ აფთიაქით ისარგებლოს, საჭიროა დარეგისტრირება და შემდეგ უკვე ექიმის მიერ გამოწერილი წამლის რეცეპტის გაგზავნა.

შეგახსენებთ, Amazon-ზე, რომელიც დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა, თავდაპირველად მხოლოდ წიგნების შეკვეთა იყო შესაძლებელი, შემდეგ ონლაინ კომპანია გაიზარდა და ბოლო პერიოდში უკვე ჯანდაცვის ინდუსტრიაზეც გაამახვილა ყურადღება. ორი წლის წინ კომპანიამ $750 მილიონი გადაიხადა ონლაინ აფთიაქის PillPack-ის შესაძენად.

/bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა