სასარგებლოა იცოდეთ - 10 შესანიშნავი ხერხი მეორადი ჩაის პაკეტების პრაქტიკული და ეფექტური გამოყენებისთვის
ერთხელ გამოყენებულ ჩაის პაკეტს, როგორც წესი, ნაგვის ურნის გარდა სხვა ადგილი არ აქვს. სინამდვილეში, ჩაის მეორადი პაკეტები ბევრ რამეში გამოგადგებათ.
ნუ გადაყრით მათ. მაცივარში შეინახეთ, რათა გაფუჭებისგან დაიცვათ და ყურადღებით წაიკითხეთ ეს რჩევები.
1. ორმაგი ჩაი
თუ მაგარი ჩაის მოყვარული ხართ, შეგიძლიათ ჩაის ახალ პაკეტთან ერთად, ჭიქაში უკვე გამოიყენებული პაკეტიც ჩაუშვათ. ამ გზით მიიღებთ უფრო ინტენსიური გემოსა და მუქი ფერის სასმელსმიიღებთ, რომელიც განსაკუთრებით სასიამოვნო გემოს შეიძენს. ეს წესი როგორც შავი, ასევე მწვანე ჩაისთვისაც გამოდგება.
2. გამოიყენეთ ბურღულის ფაფისთვის
ჩაის პაკეტი ჩაუშვით წყალში, წამოადუღეთ და ამოიღეთ. ამის შემდეგ წყალში ჩაყარეთ მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა ან სხვა მარცვლეული, მოხარშეთ და ნახავთ, როგორ ინტენსიურ გემოს მიიღებს. პატარა საიდუმლოებასაც გაგიმხელთ - ჩაი ჟასმინით ან გვირილით ყველაზე შესაფერისია ბრინჯის მოსამზადებლად, მაკარონი უმჯობესია მწვანე ჩაის ნახარშზე მოამზადოთ, ხოლო შვრიის ფაფისთვის უკეთესი იქნება შავი ჩაი დარიჩინით.
3. ხალიჩის გაწმენდა
როცა მაცივარში გამოყენებული ჩაის პაკეტების საჭირო რაოდენობა დაგიგროვდებათ, გამოიღეთ, დაასველეთ, გახსენით და ხალიჩაზე მოაყარეთ. დატოვეთ ასე, სანამ ჩაი მთლიანად არ გაშრება, შემდეგ კი უბრალოდ მტვერსასრუტით გაიწმინდეთ. ხალიჩა უნაკლოდ სუფთა, ხოლო ფერები ხასხასა იქნება.
4. ებრძვის უსიამოვნო სუნს
თუ კატის ტუალეტის ქვიშას გამოყენებულ ჩაის მოაყრით, უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებს. გამოყენებული ჩაის პაკეტები მაცივარში უსიამოვნო სუნის გაჩენის შემთხვევაშიც დაგეხმარებათ.
5. გამაგრილებელი საშუალება
გამოყენებულ ჩაის პაკეტზე უბრალოდ დაასხით საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დაასხით და შესანიშნავი გამაგრილებელი საშუალება გახდება მანქანის, სახლის ან ოფისისთვის. უბრალოდ ჩამოკიდეთ არომატული პაკეტი ძაფით და პერიოდულად, რამდენიმე წვეთი არომატული ზეთი დაამატეთ.
6. ებრძვის ცხიმს
სანამ გარეცხავთ, ძალიან ცხიმიანი ჭურჭელი თბილ წყალში ჩაუშვით, რომელშიც 2-3 გამოყენებული ჩაის პაკეტია. ჩაი არა მხოლოდ მოაშორებს ცხიმს, არამედ გაამარტივებს თეფშებზე მიმხმარი საკვების ნარჩენების მოშორებას ისე, რომ აგრესიული ქიმიკატების გამოყენება არ დაგჭირდებათ.
7. ხელებიდან უსიამოვნო სუნის გაქრობა
თევზის დამუშავების, ნიორის ან ხახვის დაჭრის შემდეგ ხელებზე შეიძლება უსიამოვნო სუნი დაგრჩეთ, რომელსაც საპონიც რთულად აცილებს. უბრალოდ წაისვით ხელებზე სველი ჩაის პაკეტები და სუნი სწრაფად გაქრება.
8. არბილებს თქვენს ფეხებს
გამოყენებული ჩაით შესაძლებელია გაუხეშებული ფეხის ქუსლებისთვის სინაზის დაბრუნება. რამდენიმე წუთით ჩაუშვით ფეხები ჩაის პაკეტებიან თბილ წყალში და კანი სასიამოვნო სურნელს შეიძენს, ფეხის ქუსლები ნაზი გახდება და დაღლილობა თანდათან მიგატოვებთ.
9. ჩაიტარეთ ანტიოქსიდანტური აბაზანა!
ჩაი მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს ახალგაზრდულიერს ანიჭებენ. ჩაყარეთ გამოყენებული ჩაის პაკეტები ჩაყარეთ თბილ წყალში და ისიამოვნეთ. ამ მიზნისთვის ჩაის ჟასმინით ან გვირილით საუკეთესოა.
10. დაიდეთ დაღლილ თვალებზე
თუ კომპიუტერზე ძალიან ბევრს მუშაობთ, დაღლილი თვალების დასამშვიდებლად გამოყენებული ჩაის გაციებული პაკეტები გამოგადგებათ. დაიდეთ პაკეტები თვალებზე დაახლოებით, 15 წუთით და თქვენს თვალებს სიცოცხლე დაუბრუნდება და თვალების გარშემო წვრილი ნაოჭები გასწორდება. ეცადეთ ეს პროცედურა რეგულარულად ჩაიტაროთ! ჩაის პაკეტები მზეზე დამწვარი კანის შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. დაიდეთ ჩაის პაკეტები დამწვარ კანზე - ეს წვისა და ტკივილის გრძნობას შეგიმსუბუქებთ.