“მელიას ქურთუკის განხილვა უკვე აუღებელი სიმაღლე მგონია, აიქიუს მარიანის ღრმული” – ნიკა გვარამია
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ნიკა მელიას ქურთუკმა სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია. მელია ამ ამბავს თავადაც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში მაისურში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, წაწერით: შტაბი დამიწვეს - ქურთუკი გამხადეს.
მელიას "ძვირადღირებული" ქურთუკის ამბავს „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა.
„რა არაადეკვატურობის პიკები არ დავიპყარით ამ კორონით, ფეხბურთით და მოპარული არჩევნებით ნერვებაწეწილებმა. მაგრამ მელიას ქურთუკის განხილვა უკვე აუღებელი სიმაღლე მგონია, აიქიუს მარიანის ღრმული.
დაუძლეველი რეკორდი დაიდო, მოკლედ“- წერს გვარამია.
წყარო:newpost.ge