9 თვის მართას, რომელსაც ღვიძლის სიმსივნე აქვს, საზოგადოების დახმარება სჭირდება
9 თვის მართა თალაკვაძეს, რომელსაც ღვიძლის სიმსივნე აქვს, დახმარება სჭირდება. გოგონას დიაგნოზი აგვისტოში დაუსვეს. მრავალი მკურნალობის მიუხედავად, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და ახლა მკურნალობა საზღვარგარეთ სჭირდება. ოჯახი ბავშვის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს.
„2020-ის ივლისში ჩვენს გოგოს, 9 თვის მართა თალაკვაძეს, მაღალი სიცხეები დაეწყო, შესაბამისად წავიყვანეთ პედიატრთან. ჩაითვალა რომ ანგინა ჰქონდა. 2-კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ შევამჩნიეთ, რომ მუცელი არაბუნებრივი ფორმის ჰქონდა. შესაბამისად, გადავუღეთ ეხოსკოპია კლინიკა ჰერაში. ჰერადან გაგვაგზავნეს ციციშვილის კლინიკაში, საიდანაც საბოლოო ჯამში მოვხვდით იაშვილის კლინიკაში.
2020-ის აგვისტოში მართას დაუსვეს დიაგნოზი – ჰეპატობლასტომა (ღვიძლის სიმსივნე) მეტასტაზებით ფილტვში. დავიწყეთ მკურნალობა იაშვილის კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსებით. მას შემდეგ ბევრი ბრძოლა გადავიტანეთ, თუმცა, რამდენიმე დღის წინ გაკეთებული კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოჩნდა, რომ წინსვლა არ გვაქვს.
მართას სიმსივნე არ დაპატარავებულა, ფილტვებზე კი მდგომარეობა ცოტათი გაუარესებულიც კი არის. შესაბამისად, გადაწყდა რომ მართამ მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა განაგრძოს – გაიკეთოს ღვიძლის ოპერაცია (რაც შესაძლოა იყოს ტრანსპლანტაციაც) და ჩაიტაროს ქიმიოთერაპიის კურსები.
სამწუხაროა ისიც, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, ევროპაში ძალიან ბევრმა კლინიკამ უარი განაცხადა უცხოელი პაციენტების მიღებაზე. ამას ემატება ჩვენი გოგოს მდგომარეობა, სასწრაფოდ არის მკურნალობა გასაგრძელებელი და ოპერაცია გასაკეთებელი.
ჯერჯერობით არ გვაქვს საბოლოო პასუხი, თუ რომელ კლინიკაში განაგრძობს მართა მკურნალობას – თურქეთში თუ გერმანიაში. ამის მიუხედავად, უკვე ვიცით, რომ საუბარია უზარმაზარ თანხებზე, ასი ათასობით დოლარზე.
ამიტომ, გთხოვთ ყველას, დაგვეხმაროთ მართას მკურნალობის ფულის შეგროვებაში. მართლა თითოეული ლარია ახლა მნიშვნელოვანი. თქვენი იმედი გვაქვს, რომ მართას მშვიდობით წავიყვანთ სამკურნალოდ და ძალიან მალე სრულიად ჯანმრთელი დავბრუნდებით სახლში“,- წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.
ოჯახი დახმარებისთვის საბანკო მონაცემებსაც აქვეყნებს:
თიბისი ბანკი
მიმღები: ლევან თალაკვაძე (მამა)
პირადი ნომერი: 46001020141
ანგარიშის ნომერი:
#GE52TB3446845063622485
საქართველოს ბანკი
მიმღები: მარიამი მითაიშვილი (დედა)
პირადი ნომერი: 01019063650
ანგარიშის ნომერი:
#GE42BG0000000918766400