თეგებით ძიება

მელიას შტაბის დაწვის საქმე - "ქურდი ჩივის"

მას შემდეგ, რაც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა ნიკა მელიამ მის შტაბზე თავდასხის საქმესთან შუკაკიძის, კალაძისა და კობიაშვილის კავშირები ახსენა, შუკაკიძეების ადვოკატებმა ბრიფინგი გამართეს და მედიასაშუალებებს განუცხადეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი საქმესთან არანაირ კავშირში არაა და შტაბზე იერიში ან თავად მელიას დავალებით მიიტანეს, ან რიგითმა ადამიანმა ჩაიდინა გაბრაზების ნიადაგზე.
ამის საპასუხოდ, ნიკა მელიამ სოცალურ ქსელში სტატუსი დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ კანონიერი ქურდის შუკაკიძის ადვოკატებს სასამართლოში სარჩელი შეაქვთ და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებენ:

"Fenita La Comedia კი არა, კომედია ახლა იწყება.

კანონიერი ქურდის ნოდარ შუკაკიძის ადვოკატებმა ბრიფინგი ჩაატარეს - სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. გუშინ ვესაუბრეთ ნოდარ შუკაკიძეს საბერძნეთის საპატიმროშიო.

ქურდი ჩივის, ვ.თ.პ." - წერია სტატუსში.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმა 16 ნოემბერს, გამთენიისას მოხდა. დამნაშავემ ოფისის შუშები ჩაამსხვრია და შიგნით მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა და ინვენტარი მთლიანად გაანადგურა.




წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა