თეგებით ძიება
19. 11. 2020 მსოფლიო

ამერიკელი მეცნიერების დამაიმედებელი კვლევა- კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელებული ადამიანი იმუნიტეტს ხანგრძლივად ინარჩუნებს

ამერიკაში ჩატარდა ახალი კვლევა, რომელშიც საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ადამიანის ორგანიზმი იმუნურობას კორონავირუსის წინააღმდეგ. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს NEWYORKTIMES-ი.

ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგ იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსი გადაიტანეს, უნარჩუნდებათ იმუნური უჯრედები, რომლებიც საკმარისია იმისათვის, რათა კოვიდ 19-ით ხელახლა დავირუსებას თავი აარიდონ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული უჯრედები ორგანიზმში შესაძლოა, დიდი ხნის განმავლობაშიც დარჩეს. მკვლევართა განცხადებით, ეს არის კორონავირუსის იმუნური მეხსიერების ყველაზე ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი კვლევა.

აღნიშნული დასკვნა შეამსუბუქებს ექსპერტთა შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ კოვიდ 19-ის მიმართ ადამიანის დამცველობითი იმუნიტეტი შესაძლოა, ხანმოკლე იყოს.

გამოვლინდა, რომ სარსის 17 წლის წინ დაავადებულ ადამიანებს დღესაც კი აღმოაჩნდათ ორგანიზმში დამცველობითი იმუნიტეტი ვირუსის საწინააღმდეგოგ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა