პეროგი ქიშმიშით
"პეროგი ქიშმიშით"
უცებ გამომცხვარი, როცა ბავშვებს ტკბილი რამე უნდათ
4 კვერცხი, 1,5 ჭიქა შაქარი, 100 გ გამდნარი კარაქი (მარგარინი), 400 მლ მაწონი 0,5 ჩ/კ სოდით, 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი, ფქვილი საჭიროებით ( + - 4 ჩ/ჭ. დამოკიდებულია ხარისხზე, კვერცხის ზომაზე და მაწონზეც), 100 გ ქიშმიში.
მოცემული ინგრედიენტები თანმიმდევრობით გათქვიფეთ, ხელით შეურიეთ ფქვილი და ქიშმიში. მიიღებთ არაჟნისებურ ცომს.
უნდა გამოაცხოთ ცხიმმოსმულ, ფქვილმოყრილ 28 დმ.ფორმაში 180°-ზე, ჯერ დაბლითა წვით 15 წუთი, მზაობამდე კი ზედა-ქვედა წვით.