თეგებით ძიება
20. 11. 2020 COVID - 19

ჯანმო რემდესივირის გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კოვიდინფიცირებულთა სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენების რეკომენდაციას არ იძლევა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯანმოს განმარტებით, ოთხმა კვლევამ, რომლებშიც საერთაშორისო ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, დაადასტურა, რომ „რემდესივირი“ არ ამცირებს ვირუსის ლეტალურობის დონეს, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის საჭიროებას და არც სხვა კრიტერიუმებით არის ეფექტური.

COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირს“ არა ერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა იყენებს. „რემდესივირს“ იღებდა კოვიდინფიცირებული აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.

imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა