ერთი სახლი ბანკმა გაუყიდა, ეს სახლიც ბანკშია ჩადებული - მეზობლები თავდასმხმელზე
მამაკაცი, რომელიც დღეს წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, წარმოშობით ბორჯომელი, ლევან ზურაბაშვილია.
ის ამჟამად თბილისში ორხევის დასახლებაში ცხოვრობს.
როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეზობლებმა განუმარტეს, ზურაბაშვილს ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლეს კი რამდენიმე ხნის წინ დაშორდა.
„სახლში ჰყავს დედა, თვითონ ხშირად სვამს თორემ ისე გადასარევი ბიჭია. როგორც ვიცი თამაშობდა, ერთი სახლი ამის გამო ბანკმა გაუყიდა და ახლა ეს სახლიც ბანკშია ჩადებული და დედამისი ქუჩაში რჩება“, – ყვება თავდამსხმელის მეზობელი.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებულ პირს 9 ადამიანი ჰყავს მძევლად.