ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია - ვაჟა სირაძე
წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სპეცოპერაცია დასრულებულია. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე აცხადებს, ყველა მძევალი თავისუფალია და 9-ვე მათგანი არის უვნებელი, თავდამსხმელი კი დაკავებული.
"ღონისძიება წარმატებით დასრულდა, რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების და ასევე სპეციალური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყველა მძევალი უვნებლად არის გათავისუფლებული და ასევე შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, რაც შეეხება მოთხოვნებს, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებით," - განაცხადა ვაჟა სირაძემ.