თეგებით ძიება

დღეს გვექნება მშვიდი, თავისუფალი არჩევანის დღე, არავის მიეცემა საშუალება, ხელი შეუშალოს ამომრჩევლის ნების გამოხატვას - თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. თორნიკე რიჟვაძემ ხმა ბათუმის მე-16 უბანზე მისცა.

„მე ხმა ორ ძალიან ღირსეულ ბათუმელს მივეცი, რომლებიც ღირსეულად წარმოადგენენ ბათუმსა და მთელ რეგიონს, როგორც
საქართველოს პარლამენტში, ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნისა და აჭარის წარმატებას. მიუხედავად ამინდისა,
მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო და მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისკენ, რომ არც ერთი ხმა არ იყოს დაკარგული და ყველამ დააფიქსიროს თავისი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა რიჟვაძემ.

რიჟვაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის ბოიკოტსაც გამოეხმაურა.

„ჩვენ, ისევე როგორც ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩევლის ნებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველას აქტიური მონაწილეობა მეორე ტურებში, თუმცა როგორც ხედავთ ბიულეტენებში დაფიქსირებულია შესაბამისი კანდიდატები, რომლებმაც
გადალახეს პირველი ტური და რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უპერსპექტივოდ იყო დარჩენილი, როგორც რიგი პოლიტიკური სუბიქტები, ასევე კანდიდატები კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, დღეს გვექნება მშვიდი, თავისუფალი არჩევანის დღე, როგორც ამ ქალაქში, ასევე მთელ ქვეყანაში. ამავე დროს არავის მიეცემა საშუალება, ხელი შეუშალოს ამომრჩევლის ნების გამოხატვას“, – განაცხადა რიჟვაძემ.


1TV


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა