თეგებით ძიება

როგორ მიმდინარეობს არჩევნები აჭარაში - ენმ-მ და "ევროპულმა საქართველომ" საკუთარი წარმომადგენლები ყველა საარჩევნო უბნიდან გაიწვიეს

საარჩევნო უბნები დილის 08:00 საათზე გაიხსნა აჭარაში. აჭარის ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური ერთდროულად იმართება.

სხვა ოლქების მსგავსად ოპოზიცია არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს აჭარის საარჩევნო ოლქებშიც. ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ციალა შავაძის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ" საკუთარი წარმომადგენლები ყველა საარჩევნო უბნიდან გაიწვიეს.

2 მაჟორიტარულ ოლქში სულ 300 უბანია, აქედან 20 სპეცუბანი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 243 ათასს აჭარბებს.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა