ზუსტად ასეთი ვითარება იყო 2016 წელს, როცა ოპოზიციამ მეორე ტურზე უარი თქვა, როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს - ირაკლი კობახიძე
როგორც ამერიკელები იტყოდნენ, ეს კინო ნანახი გვაქვს. ზუსტად ასეთი ვითარება იყო 2016 წელს, როცა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვეს, რაც არ არის სწორი ნაბიჯი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„მათ არ სურთ, მეორე დამარცხების მიღება და ამის გაფაორმება. აქედან გამომდინარე, ისინი მეორე ტურში მონაწილეობისგან თავს იკავებენ. ზედიზედ მეორე არჩევნებია ამას აკეთებენ, რაც არ არის სწორი ნაბიჯი და ის ნაბიჯი არ არის, რითაც პოლიტიკაში უნდა იმოქმედო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყველანაირი კონსულტაციისთვის მზად არის.
„მზად ვართ, ყველანაირი კონსულტაციებისთვის. რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, ისეთი პარლამენტი, რომელიც უნდა ჩამოყალიბებულიყო სწორედ ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე. იმ სისტემის საფუძველზე, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.
როდის გაიმართება შეხვედრა, ვერ გეტყვით, მაგრამ ალბათ, უახლოეს დღეებში“, – განაცხადა კობახიძე.
ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობს.
1TV