„კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა” – ანდრია სარია
კოვიდის კიდევ ერთი მსხვერპლი! სამწუხარო რეალობა!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მამა ანდრია სარია წერს.
ანდრია სარიას ინფორმაციით, კორონავირუსით გოგნის მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი შიო გარდაიცვალა.
„პრაიმტაიმი” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, მამა ანდრია ჯაღმაიძეს დაუკავშირდა.
ჯაღმაიძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
შეგახსენებთ, გუშინ, 20 ნოემბერს ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი, მეუფე ლაზარე კორონავირუსით გარდაიცვალა.