TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
მატიაშვილმა ტიტულოვანი როი მაიერი დაამარცხა, პირველი შეხვედრა ღვინიაშვილმაც მოიგო
  • მატიაშვილმა ტიტულოვანი როი მაიერი დაამარცხა, პირველი შეხვედრა ღვინიაშვილმაც მოიგო

    პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს ძიუდოში ტატამზე ოთხი ქართველი სპორტსმენი გამოდის.

    მძიმეწონოსანი ლევან მატიაშვილი პირველ შეხვედრაში ტიტულოვან ნიდერლანდელ ძიუდოისტს როი მეიერს შეხვდა და დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

    პირველი ორთაბრძოლა მოიგო ასევე 90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმაც. მან ნაკლებად ცნობილ ისლანდიელ ძიუდოისტს სძლია.

    წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყო. ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს კი 19:00 საათზე, პლატფორმა 1tv.ge და არხი „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ.
    87 ნახვა
    საზოგადოება