თეგებით ძიება
21. 11. 2020 ბიზნესი

\'\'კორბოულის ნობათი\'\' - ნატურალური პროდუქტი, რომელიც ბავშვობას გაგახსენებთ

TIA.GE-მ გადაწყვიტა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საჩხერის რაიონ სოფელ კორბოულში წასული რძალ-მულის შესახებ გიამბოთ, რომლებმაც ბაზარზე ‘’კორბოულის ნობათის’’ სახელით დაიმკვიდრეს ადგილი და მომხმარებლებს დღითიდღე ახალ-ახალი პროდუქციით ანებივრებენ.

TIA.GE ‘’კორბოულის ნობათის’’ დამფუძნებელს თამარ ხვედელიძეს ესაუბრა.

თამარის თქმით, ‘’კორბოულის ნობათს’’ ჰყავს ყველა ტიპის მომხმარებელი და ამ მცირე ბიზნესმა თბილისის მაცხოვრებლებს ბავშვობის გემო შეახსენა.

- თამარ, როგორ გაჩნდა ‘’კორბოულის ნობათის’’ იდეა?

- ყველაფერი დაიწყო იმით , რომ ჩემი ოჯახი, რომელიც ტურიზმის სექტორში ვიყავით დასაქმებული , კოვიდ 19-მა საზღვრების ჩაკეტვასთან ერთად,ჩაკეტა ჩვენი ტურისტული ბიზნესიც . გადავწყვიტეთ , რომ ბებოსთან და ბაბუსთან ჩავსულიყავით სოფელში.
პანდემიამდე გადატვირთული გრაფიკის გამო , ვერ ვახერხებდით ხშირად ბებოს და ბაბუს მონახულებას და ზოგი ჭირი მარგებელია , ისე მოხდა, რომ გადავსახლდით მათთან , საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ კორბოულში.

- რა იყო თქვენი იდეის ინსპირაცია?

- ინსპირაცია იყო ბებოს ამოყვანილი ყველი, რომელსაც მაჭიკით ამზადებდა . ჩვენი უცხოელი თუ ქართველი სტუმრები , გაოცებულები იყვნენ ყველის საოცარი გემოთი .
მაჭიკით ყველის ამოყვანის ტრადიცია მივიწყებული იყო, რომელიც ბებოს დახმარებით “კორბოულის ნობათმა” აღადგინა.


- თამარ, რას ითხოვს მომხმარებელი? რომელ პროდუქტზეა ძირითადად მოთხოვნა?

- შეიძლება გაგიკვირდეთ,მაგრამ ყველა კატეგორიის მომხმარებელი გვყავს . შემიძლია თამამად ვთქვა , რომ თბილისის მაცხოვრებლებს ყველის ნამდვილი გემო გავახსენეთ, აი სწორედ ის გემოები, მხოლოდ ბებოსთან მისულს გაშლილ სუფრაზე რომ დაგხვდებოდათ სოფელში,ბავშვობაში .

- ორიოდე სიტყვით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებაც რომ მოგვიყვეთ..

- “კორბოულის ნობათი” ახლა პროდუქტების მრავალრიცხოვან ჩამონათვალს მოიცავს . ჩვენი მთავარი ნიშა 100% ნატურალური პროდუქტია , რომელიც ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე მზადდება ,სრულიად ჯანსაღი და სასარგებლოა ჩვენი პროდუქცია ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისათვის . ახლახანს გავხსენით პირველი მაღაზია და დავამატეთ მიტანის სერვისი . მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ შეიძინონ ნატურალური ნობათი . ასეთი დევიზი გვაქვს : ჩვენ მოგვაქვს “კორბოული” თბილისამდე . გეგმაში გვაქვს , ჩვენი პროდუქტი საქართველოს საზღვრებს გაცდეს უახლოეს მომავალში. ჩვენი ემიგრანტებისგან დიდი მოთხოვნა გვაქვს , რასაც აუცილებლად დავაკმაყოფილებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა