ოპოზიციის შეხვედრები და სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე არ იქნება მიღწეული ახალი არჩევნები - გიგა ბოკერია
„ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი პარტნიორებისთვის დათმობა შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნები, -ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„ჩვენ უკვე ვთქვით, რა არის დათმობის ზღვარი – ეს არის ხელახალი არჩევნები, დათმობა შეიძლება იყოს „ევროპული საქართველოსა“ და ჩვენი პარტნიორებისთვის ვადამდელი არჩევნები. ამ ქოლგის ქვეშ არის მოთხოვნების მთელი წყება, რა უნდა შეიცვალოს; ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ასევე, მარტო ცესკო-ს თავმჯდომარე არა, მთელი სტრუქტურის შეცვლაა საჭირო, რომ შემცირდეს რისკები, რათა ნორმალური იყოს ის ვადამდელი არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა ბოკერიამ