თეგებით ძიება

ცესკო: საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს, ხარვეზები არ იყო სისტემური ხასიათის

ცესკოს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია იოსელიანის თქმით, არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.

„ჩვენ განვიხილეთ საიას ანგარიში საჩივრებთან დაკავშირებით, როგორც კრწანისის, ისე სამგორის ორ უბანთან დაკავშირებით იყო დაწერილი საჩივარი. სავარაუდოდ საჩივრების უმრავლესობა ეხებოდა პროცედურულ დარღვევებს. ამ ორ უბანთან დაკავშირებით იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრები. საიას აღნიშნული აქვს, რომ შესაბამისი ხარვეზები მათი შენიშვნების საფუძველზე იყო ადგილზე აღმოფხვრილი. ასევე აღნიშნულია მათ ანგარიშში, რომ შენიშვნები ეხება ცალკეულ უბნებს და მათი შეფასებით ეს ხარვეზები არ იყო სისტემური ხასიათის“, - აღნიშნა ნათია იოსელიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა