თეგებით ძიება

ფუმფულა კარტოფილის ღვეზელი მაწვნის ცომით

მაწონი (ან კეფირი) - 200 მლ
ფქვილი - 250 გ
ზეთი - 40 გ
შაქარი - 1 ჩკ
მარილი - 1/2 ჩკ
სოდა - 1 ჩკ
შიგთავსი
მოხარშული კარტოფილი - 300 გ
ყველი - 200 გ


მომზადების წესები
6-7 ც გათლილი კარტოფილი მწიკვ მარილთან ერთად მოხარშეთ.

ფქვილს დაუმატეთ სოდა და ამოურიეთ.

კეფირს დაუმატეთ ზეთი, მარილი და შაქარი. დაუმატეთ ფქვილი და ამოურიეთ. ცომი გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და დააყოვნეთ.

კარტოფილი დაჭყლიტეთ, გახეხილი ყველი შეურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ.

ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი, თავი შეუკარით. ხელით ოდნავ გაწიეთ (ცოტათი რომ გაბრტყელდეს). თავზე ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით და გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

გემრიელად მიირთვით!



Gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა