ეკლერის რეცეპტი
1 ჭიქა წყალი (250 გრ)
100 გრ კარაქი/მარგარინი
0.5 ჩ.კ მარილი
5 კვერცხი
1 ჭიქა ფქვილი (250 გრ)
2. კრემი
1 ჭიქა შაქარი (250 გრ)
0.5 ჭიქა ფქვილი
0.5 ჭიქა რძე (შესაძლებელია წყალიც)
60 – 70 გრ კარაქი (გარბილებული)
მომზადების წესი :
1. ცომი :
1 ჭიქა წყალი , 0.5 ჩ.კ მარილი და 100 გრ კარაქი / მარგარინი გაადნეთ მაღალ ცეცხლზე , სანამ ცხიმი არ გადნება. შემდეგ დავუკლოთ ცეცხლს და დავუმატოთ 1 ჭიქა ფქვილი ( მოვურიოთ ხის კოვზით მასა, სანამ არ შეიკვრება ). მოვაშოროთ მასა ცეცხლს და 5 კვერცხი (სათითაოდ) გავთქვიფოთ მიქსერით, ცომის შესქელების შემდეგ (ისე , რომ ფორმა შეინარჩუნოს) უკვე ეკლერს ვაძლევთ სასურველ ფორმას ( შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი პარკი და თავი ოდნავ წააჭერით. ) . ტაფაზე გადმოგვაქვს ეკლერის ცომი (ვაწყობთ სათითაოდ , ერთმანეთისგან 2სმ დაშორებით), 35 წუთის განმავლობაში შევდგათ ტაფა ღუმელში მაღალ ცეცხლზე, როდესაც ცომი გაფუვდება და გარედან მოყავისფრდება დაუწიეთ ცეცხლს 10წუთის შემდეგ კი გამორთეთ და გამოიღეთ ტაფა (აცადეთ ცოტა შეგრილდეს.. 15-20 წუთი, რომ ცომი არ ჩაიფუშოს ) .
2. კრემი :
1 ჭიქა შაქარი , 0.5 ჭიქა ფქვილი, 0.5 ლ ადუღებული რძე (შეგიძლიათ რძის მაგივრად იხმაროთ წყალი), ავურიოთ მიქსერით ერთმანეთში. მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასის. ამისშემდეგ დავდგათ კრემი გასაციებლად (მაგ: ცივი წყლით სავსე ჯამში) , 60-70 გრ დარბილებული კარაქი ჩავთქვიფოთ კრემის მასაში და ბოლოს დავუმატოთ ვანილი.
მოსართავად (სურვილისამებრ) :
1 ფილა შავი შოკოლადი
1-2ს.კ. რძე/წყალი
ცეცხლზე გაადნეთ შოკოლადი რძესთან/წყალთან ერთად და მოასხით ეკლერს ზევიდან.