ქვეყანა ახალი რეგულაციების მოლოდინში - შეზღუდვები, სავარაუდოდ, დიდ სავაჭრო ცენტრებს, ტრანსპორტსა და სილამაზის სალონებს შეეხება
მოსახლეობა ახალი შეზღუდვების მოლოდინშია - მთავრობის გადაწყვეტილებასა და რეგულაციების გამკაცრებას ბიზნეს-სექტორიც ელოდება. შეზღუდვები, სავარაუდოდ, დიდ სავაჭრო ცენტრებს, ტრანსპორტსა და სილამაზის სალონებს შეეხება; სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებზე კი არ გავრცელდება.
ბიზნესმენები წუხან, რომ რომელთანაც ხელისუფლებამათ არ უსმენს და ეს მაშინ როცა ეკონომიკური კრიზისთან ერთად, ახალი რეგულაციები ტვირთად სწორედ ბიზნესს დააწვება.
"როდესაც ჩვენ პირველი "ლოქდაუნი" გავიარეთ, ზუსტად იცოდნენ, რომ შემდეგი, ზამთრის პერიოდის, "ლოქდაუნიც" გარდაუვალი იქნებოდა - სახელმწიფო და, განსაკუთრებით, სამედიცინო სფერო გაცილებით მომზადებული უნდა შეხვედროდა მას ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად", - ამბობს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი, ივა ჭყონია.
წყარო:newposts.ge