თეგებით ძიება
23. 11. 2020 COVID - 19

ესპანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამა 2021 წლის იანვრიდან დაიწყება და ის უფასო იქნება

ესპანეთში იმედოვნებენ, რომ კომპანია Pfizer-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინის 20 მილიონი დოზა 2021 წლის დასაწყისში უკვე ხელმისაწვდომი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სალვადორ ილლა ავრცელებს. ორ დოზიანი მკურნალობის ე.წ კურსი საერთო ჯამში მოახდენს 10 მილიონი ადამიანის იმუნიზაციას.

ესპანური მედიის თქმით, აგრეთვე მოლაპარაკება მიმდინარეობს ესპანეთის ხელისუფლებასა და ბრიტანულ კომპანია ASTRAZENECA-ს შორის დამატებით 30-მდე მილიონი ვაქცინის დამატებითი დოზის შესყიდვაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინა იმ პირებს ჩაუტარდებათ, რომლებიც კოვიდ 19-ის მიმართ მოწყვლადები არიან, რის შემდეგაც მასობრივად დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ესპანეთის მთავრობაში იმედს გამოთქვამენ, რომ მომდევნო 6 თვეში მოსახლეობის უმრავლესობას ვაქცინას გაუკეთებენ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა