თეგებით ძიება

ბანკების მოგება 101,548 მლნ ლარით გაიზარდა

კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ოქტომბერი 166,189 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 101,548 მლნ ლარით მეტია.

სექტემბერში ბანკების წმინდა მოგება 64,641 მლნ ლარს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ოქტომბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5,516 მლნ ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა -3,257 მლნ ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 32,377 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.

ამასთან, 2020 წლის ოქტომბერში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 442,057 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 358,994 მლნ ლარი. ოქტომბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 250,527 მლნ ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა.

დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს


Bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა